ზელენსკი: ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ რეფერენდუმი ამ 20-პუნქტიანი გეგმის ნებისმიერ პუნქტზე

“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონმდებლობას და ჩვენს ხალხს, ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიას, რომელსაც ვაკონტროლებთ. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მკაფიოა, ამიტომაც ამბობს პრეზიდენტი ტრამპი, რომ ეს ძალიან რთული შეკითხვაა და, რა თქმა უნდა, ჩვენ და რუსებს სხვადასხვა პოზიცია გვაქვს…” – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრამპთან ერთად მიმდინარე პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას დონბასის საკითხთან დაკავშირებით.

“…როცა რეფერენდუმზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, როგორც გამოსავალზე. ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ რეფერენდუმი ამ 20-პუნქტიანი გეგმის ნებისმიერ პუნქტზე. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რეფერენდუმი, როგორც გეგმა, ან შეგვიძლია, არც გამოვიყენოთ. და შეგვიძლია გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ მას პარლამენტმა დაუჭიროს მხარი კანონის თანახმად. თუ ეს გეგმა იქნება ძალიან რთულად მისაღები ჩვენი სოციუმისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენმა ხალხმა უნდა ამოირჩიოს და ხმა უნდა მისცეს იმიტომ, რომ ეს მათი მიწაა. არა მხოლოდ ერთი პერსონის მიწა, არამედ ჩვენი ერის”  განაცხადა ზელენსკიმ

“ერთ-ერთი გადაუწყვეტელი საკითხი სწორედ ეს მიწის საკითხია, რაზეც ახლა ვსაუბრობდით. მიწის ნაწილი წაღებულია და მიწის ზოგი ნაწილი შეიძლება მომდევნო პერიოდში, მომდევნო თვეებში წაიღონ. ამიტომაც, უმჯობესია გადაწყვეტილების ახლავე მიღება. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ისინი [უკრაინელები] ძალიან მამაცები არიან მთელი ეს დრო, მათ ძალიან ძლიერად იბრძოლეს და ისევ აგრძელებენ ბრძოლას და მტერს ზიანსაც აყენებენ. მაგრამ რუსეთსაც სურს ამ ომის დასრულება, უკრაინასაც სურს და, ჩემი აზრით, დროა, რომ ეს ომი დასრულდეს” -განაცხადა ტრამპმა

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ჩვენ გვაქვს კარგი მიღწევები, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90% შეთანხმებულია
შემდეგი სტატიატრამპი: რუსეთი დაეხმარება რუსეთს უნდა, რომ უკრაინის წარმატება იხილოს