25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ზელენსკი: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი მაქვს, პიტერ მადიარი ამას მხარს უჭერს

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი მაქვს, პიტერ მადიარი ამას მხარს უჭერს. ასევე, იმედი მაქვს, პოლონეთის მთავრობაც დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როდესაც ყველას გვაქვს წესები – არა მხოლოდ პოლიტიკური ემოციები, არამედ წესები – ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ყველა ქვეყნის ინტერესშია, უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერმინისტრ მიშელ მარტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სადაც ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ დაარწმუნებს უკრაინა უნგრეთსა და პოლონეთს, რომ დარჩენილი ხუთი კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირონ

,,ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენს ისტორიაში გარკვეული სირთულეები გვაქვს. ქვეყნების უმეტესობას წარსულში აქვს სირთულეები, თუმცა ახლა ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ, აგრესიის წინაშე ვდგავართ და უნდა ვიყოთ ერთიანები. ჩვენ ვიცავთ ევროკავშირს, უნდა ვიფიქროთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე მომავალში. ამიტომ ვფიქრობ, კითხვებზე ყოველთვის შეიძლება პასუხის პოვნა. თუ მზად ვართ, ძლიერი მეზობლები ვიყოთ და გვინდა ამ პასუხების პოვნა“,-განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილმა მას შემდეგ, რაც კობახიძემ სიტყვის წარმოთქმა დაიწყო, აშშ-ის საელჩო დემონსტრაციულად დატოვა
შემდეგი სტატია2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო