ზელენსკი: ჩვენ გვაქვს კარგი მიღწევები, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90% შეთანხმებულია

“ჩვენ განვიხილეთ სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩოს ყველა ასპექტი, ჩვენ გვაქვს კარგი მიღწევები, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90% შეთანხმებულია.

ამერიკა-უკრაინის სამშვიდობო გარანტიები 100%-ით შეთანხმებულია, ამერიკა-ევროპა-უკრაინის სამშვიდობო გარანტიები თითქმის შეთანხმებულია, სამხედრო განზომილება 100%-ით შეთანხმებულია, კეთილდღეობის გეგმა სრულდება, და ჩვენ შევთანხმდით, რომ სამშვიდობო გარანტიები არის მთავარი ეტაპი ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენი ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას ყველა ასპექტზე.

ჩვენ ასევე გვქონდა საერთო პროდუქტიული ზარი ევროპელ ლიდერებთან ერთად. მომდევნო კვირებში ჩვენი ჯგუფები შეხვდებიან, რომ საბოლოოდ შეაჯამონ ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან ერთად. იანვარში ის მასპინძლობას გაგვიწევს, სავარაუდოდ, ვაშინგტონში ევროპელი ლიდერებსა და უკრაინის დელეგაციას… უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს თბილი დახვედრისთვის”… -თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე

ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ჩავიდეს. მან აღნიშნა, რომ ამ მოგზაურობას სავალდებულოდ არ მიიჩნევს, მაგრამ მზადაა წავიდეს, თუ ეს თვეში 25 000 სიცოცხლის გადარჩენას და შეთანხმების დადებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაში“ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე” – რას გეგმავს კობახიძე სურსათის მაღალ ფასებთან დაკავშირებით?!
შემდეგი სტატიაზელენსკი: ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ რეფერენდუმი ამ 20-პუნქტიანი გეგმის ნებისმიერ პუნქტზე