ზელენსკი: ჩვენ გვახსოვს, რა მოხდა ავღანეთში, როდესაც ამერიკელები ნაჩქარევად გავიდნენ იქიდან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხის გამორიცხვა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ავღანური სცენარის ტრაგედია განმეორდეს, როდესაც აშშ-მა ქვეყანა ნაჩქარევად დატოვა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, რომ ვინმე დაინტერესებულია ავღანეთი 2:0-ით. ეს არასწორი იქნებოდა. შესაძლოა, ეს არ არის სრულად შესადარებელი ავღანეთთან, მაგრამ მაშინ ადამიანის სიცოცხლისადმი უპატივცემულობამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. ჩვენ გვახსოვს, რა მოხდა ავღანეთში, როდესაც ამერიკელები ნაჩქარევად გავიდნენ იქიდან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, არსებობს გამოცდილება, „თუ რა ხდება, როდესაც ვიღაცა რაღაცას დაუფიქრებლად ამთავრებს და ძალიან სწრაფად გადის“.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ჩვენ თუ არ წავედით ყველა ამ ულტიმატუმზე ყველაზე რთულ მომენტში, რატომ გვაქვს შეგრძნება, რომ უკრაინა ამას ახლა გააკეთებს?
შემდეგი სტატიაუოლცი: უკრაინაში ომის დამთავრება სამუდამო უნდა იყოს და არა – დროებითი