20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ზელენსკი: ჩვენ ევროპას სრულად ვიცავთ და არა ნაწილობრივ- ასოცირებული წევრობა ხმის უფლების გარეშე უსამართლოა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭება უსამართლო იქნება, ვინაიდან კიევი ამ ფორმატით ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებს. სააგენტო Reuters-ი უკრაინის პრეზიდენტის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს გაეცნო.

ზელენსკი წერილში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის წინადადებას გამოეხმაურა, რომელიც სრულ გაწევრიანებამდე შუალედურ ნაბიჯს — უკრაინისთვის ევროკავშირის სტრუქტურებში პირდაპირი, თუმცა შეზღუდული როლის მინიჭებას ითვალისწინებს:

„უსამართლო იქნება, უკრაინა ევროკავშირში იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ხმის უფლების გარეშე დარჩეს. დროა, უკრაინის სრულუფლებიანი და მნიშვნელოვანი წევრობის მიმართულებით ნაბიჯი გადავდგათ.

ჩვენ ევროპას სრულად ვიცავთ და არა ნაწილობრივ. უკრაინა სამართლიან მიდგომას და ევროპის შემადგენლობაში თანაბარ უფლებებს იმსახურებს“, — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ომის განმავლობაში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ კომპრომისულ სტატუსებს კიევი არ დათანხმდება.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება რუსთავში მწყემსებსა და პოლიციას შორის
შემდეგი სტატიასუს-ის თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს