7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ზელენსკი: ჩემთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან.

„ჩემთან უფრო რთულია ვიდრე პუტინთან… და მასთან უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთან. ჩემთვის ტრამპთან. რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ყოველთვის ვპოულობთ თემებს განხილვისთვის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მე მხოლოდ უკრაინისა და უკრაინელი ერის ინტერესებს ვიცავ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ პრიორიტეტად ომის დასრულება და მოლაპარაკებები რჩება, მაგრამ პუტინს არანაირ ფორმატში არ სურს მოლაპარაკებები.

„ის სიტყვებით თამაშობს. ეს უბრალოდ გამოიყურება როგორც ომის დასრულების რეალური სურვილის პაროდია. მას არ სურს ომის დასრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ამიტომ მისთვის დონბასიც ცოტა იქნება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშინახე სად შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
შემდეგი სტატია„საქართველო თქვენს გვერდით დგას — დიდება უკრაინას“ — თამარ ნუცუბიძის მიმართვა ზელენსკის და უკრაინის პრეზიდენტის რეაქცია