უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბელარუსში რუსული დრონებისთვის რეტრანსლატორები გათიშეს.
“არსებული ინფორმაციით, რომელიც მომაწოდა მთავარსარდალმა, ასევე, დაზვერვამ, 22 ივნისს შესაბამისმა რეტრანსლატორებმა ბელარუსის ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს.
მოახდინეს თუ არა მათი დემონტაჟი, მე, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი. მაგრამ ვმუშაობთ ამაზე, და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ვითარებას და ყოველდღიურად ვიღებ ანგარიშებს. ფაქტია, რომ დღეისთვის რეტრანსლატორები არ მუშაობენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 19 ივნისს ზელენსკიმ ულტიმატუმი წაუყენა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოახდინოს რეტრანსლატორების დემონტაჟი, რომლებიც უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ რუსული დრონების დარტყმების კორექტირებას ახდენენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს.


















