32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ზელენსკი – ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ამჟამად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

ღამით რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევისა და უკრაინის ოლქების მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა და 120 დრონი გაუშვეს.

„ბოლო მონაცემებით, კიევსა და კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობას აგრძელებენ“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1450 დრონი, 1640-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გამოიყენა.

„ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ამჟამად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ასევე აუცილებელია, რომ ანტიბალისტიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ჩვენს მუშაობასთან ერთად, რუსეთზე ზეწოლაც გაგრძელდეს. ახალი გადაწყვეტილებების მიღებისას შეფერხებები მოსკოვს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ დაგეგმოს როგორც ახალი თავდასხმები, ისე სანქციებისთვის გვერდის ავლის გზებიც“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მიმართულებით მიმავალი მატარებელი „სინდისის პატიმრების“ მშობლების გამო შეფერხდა
შემდეგი სტატიაირანმა ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა