უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სპეციალური ოპერაციების ძალების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ბახმუტის რეგიონში ჩავიდა. მან სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციები მოინახულა.
“ბახმუტის მიმართულება, სპეციალური ოპერაციების ძალების მოწინავე პოზიციები. დღეს აქ ვარ, რომ მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს პროფესიული დღე, პატივი მივაგო მათ ძალას. მოვისმინე მეღაურის ანგარიში, ვესაუბრე სამხედროებს”, – დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ადგილზე უკრაინელ სამხედროებს მიმართა:
“ოპერაციების დეტალებს ვერ გეტყვით მაგრამ ბიჭებო, დავალებების შესრულება უკრაინისთვის დავალების შესრულება ნამდვილად გმირობაა“.