ზელენსკი ბაიდენს – ჩვენი მეომრები ATACMS-ის რაკეტებს ბრძოლის ველზე კარგად იყენებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს უკრაინისთვის ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ვესაუბრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მადლობა გადავუხადე ჩვენი თავდაცვის შეთანხმებების ეფექტური განხორციელებისთვის. უკრაინელები ძალიან წახალისებული არიან ATACMS-ის მიწოდებით და ჩვენი მეომრები მათ კარგად იყენებენ ბრძოლის ველზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს გრძელვადიანი შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების საკითხიც განიხილეს.

„უკრაინა აშშ-ს მადლიერია თავისუფლებისთვის და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში სასიცოცხლო და მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აპირებს, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად გადაუდებელი ბიუჯეტის მოთხოვნა კონგრესს გაუგზავნოს
შემდეგი სტატიაკიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს შეხვდა