ზელენსკი აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტებზე: ძალიან საშიშია, თუ ჩვენს შესახებ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე მიიღებენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია კრემლთან კონტაქტშია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს პირდაპირი კომუნიკაცია დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს ტრამპთან გარკვეული რაოდენობის საუბრები აქვს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ხდება. სავარაუდოდ, მათი გუნდები უკვე კავშირზე არიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ტრამპის გუნდი აშკარად უფრო აქტიურ კონტაქტშია მოსკოვთან, რასაც მოწმობს დასავლურ მედიაში გავრცელებული უამრავი ინსაიდერული ინფორმაცია. ეს აშკარა განსხვავებაა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდისგან.

„ამგვარად, ამერიკისა და რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები ურთიერთობდნენ. ადმინისტრაციების წარმომადგენლები, პრეზიდენტები, ისინი ნამდვილად ურთიერთობდნენ. ჩვენ ეს ვიცით, ეს კულისებს მიღმა იყო, საზოგადოებისგან შორს, თითქმის მთელი მსოფლიოსგან მოშორებით. მაგრამ ისინი მაინც ურთიერთობდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ის ახალი მთავრობის შესახებ.

მისი თქმით, ამერიკელებმა რუსებისგან არაერთი განსხვავებული მესიჯი მიიღეს და „გარკვეული საკითხები“ განიხილეს. მაგრამ, ზელენსკის აზრით, მთავარი საკითხი არის ის, მიიღეს თუ არა გადაწყვეტილებები ამ კონტაქტების დროს.

„ძალიან საშიშია, თუ ჩვენს შესახებ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე მიიღებენ. ეს საშიშია ყველასთვის: მსოფლიოსთვის, უკრაინელებისთვის, ევროპისთვის და შეერთებული შტატებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – პოლიტიკური იზოლაცია გადავიდა ეკონომიკურ იზოლაციაში – უნდა მოვნახოთ გზები, როგორ დავხვდეთ კრიზისს, რომ ქვეყანა არ ჩაიძიროს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს შეხვდა