29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ზელენსკი – აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დავასრულოთ საშინელი ომი

დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “რამშტაინის” ფორმატში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გვქონდა [“დიდი შვიდეულის” სამიტზე საფრანგეთში] ყველა ლიდერთან, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა რუსეთზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებით, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ. და ეს ასევე “დიდი შვიდეულის” ყველა ლიდერის პოზიციაა.

მადლობელი ვართ ამ ერთიანობისთვის. გვაქვს ინსტრუმენტები და ისინი საკმაოდ ძლიერია, რათა რუსეთი დავაყენოთ გზაზე, როდესაც დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიურეკში ზღვიდან გამოყვანილი 4 ადამიანიდან ერთი მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადეკანოზი გიორგი წეროძე: როდესაც პატიმრის ჯანმრთელობა მძიმდება და ყურადღება არ ექცევა, უკვე ჩნდება კითხვა ჩვენი ადამიანურობის შესახებ