15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ზელენსკი: აშკარაა, რომ რუსები ომის შეჩერებისთვის არ ემზადებიან

აშკარაა, რომ რუსები ომის შეჩერებისთვის არ ემზადებიან. ყოველ შემთხვევაში, ახლა. პუტინს მუდმივად აქვს რაიმე მიზეზი იმისთვის, რომ არ შეხვდეს, არ შექმნას სამმხრივი ფორმატი, არ ილაპარაკოს, არ დაასრულოს და არ შეაჩეროს ეს მკვლელობები,-

წლებია მასთან ერთი და იგივე მეორდება და ამას ჩვენი ყველა პარტნიორი გრძნობს. ის ეძებს მიზეზებს ომის საწარმოებლად. ეს ყველასთვის ერთნაირად ჟღერს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჩვენი ახლახან გამართული შეხვედრაც ამას აჩვენებს.

ამერიკა სიტუაციას ანალოგიურად აფასებს. საჭიროა, რომ რუსეთში გაჩნდეს სურვილი, ფული დახარჯონ არა სიკვდილზე, არამედ სხვა რამეზე, რათა იქ გაჩნდეს ამ ომის დასრულების სურვილი. ამაზე ერთად ვმუშაობთ ამერიკასთან, ევროპასთან, კანადასთან, იაპონიასთან და მსოფლიოში ბევრ სხვა მხარდამჭერთან – ვინც ეხმარება უკრაინას, ეხმარება ჩვენს ხალხს.

უახლოეს დღეებში და ოქტომბერში ბევრი დიპლომატიური აქტივობა იქნება სიტუაციის შესაცვლელად. მაგრამ, გარდა ამისა, ლინდსი გრემის კანონი და ზეწოლის სხვა მექანიზმები – ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად უნდა ამოქმედდეს” | ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე აქციაზე: სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
შემდეგი სტატიამთავარეპისკოპოსი ზენონი აზერბაიჯანელ მუსლიმ სასულიერო პირებს მიმართავს