ზელენსკი: არ შეიძლება მოლაპარაკებები უკრაინის ზურგს მიღმა

სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კიევის ზურგს უკან არ უნდა იმართებოდეს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მთავრობის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ცალკეული დასავლელი ლიდერი კულისებს მიღმა მოლაპარაკებების გამართვის გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. არ შეიძლება მოლაპარაკებები უკრაინის ზურგს მიღმა. როგორ შეიძლება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, უკრაინის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს გასაოცარია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს მეტის გაკეთება შეუძლიათ, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მათ შეუძლიათ, უზრუნველყონ უკრაინა საჭირო იარაღით და მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესონ, მათ შორის ნავთობისა და გაზის სრული ემბარგო.

„ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, მაგრამ ამავდროულად ამოწმებენ, რა შეიძლება გაკეთდეს, სანქციების შესამსუბუქებლად, რათა ბიზნესი არ დაზარალდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებული ძალები გაუმკლავდნენ თავდაცვას და გაანადგურეს მტრის პერსონალის ნაწილი
შემდეგი სტატიამერკელი – ვიცოდი, პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის, ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი, შედეგი იყო ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას