ზელენსკი, ამომრჩევლებს მოუწოდებს რომ პარალელები გაავლონ საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებსა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს შორის

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი, ამომრჩევლებს მოუწოდებს რომ პარალელები გაავლონ საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებსა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს შორის.
,, დღევანდელი ისტორია ,,შავი პიარისა,, , ძალიან გვაგონებს საქართველოში 2018 წელს ჩატარებული არჩევნების ისტორიას.შეიძლება იმიტომაც, რომ ავტორი ორივე შემთხვევაში ერთია?
არჩევნები საქართველოში, არც თუ დიდი ხნის უკან იყო და ეს არჩევნებიც აგრესიის, ტალახის სროლის და ნეგატივების ეგიდით ჩატარდა. როდესაც ერთ-ერთი კანდიდატის გუნდი მიხვდა, რომ შესაძლებელია ისინი დამარცხდნენ, მაშინ მათ ,,შავი,, პოლიტტექნოლოგი – მოშე კლუგჰაფტი მოიწვიეს. ეს მოხდა მეორე ტურის დაწყების დროს,, -აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკი ასევე ამახვილებს ყურადღებას მოშე კლუგჰაფტის რეკომენდაციით საქართველოში გაკეთებულ ბანერებზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი მომხრეები, ,,სისხლში მცურავი,, იყვნენ გამოსახულნი.
,,ახლა კი, ყველა მედიაში მუსირებს ინფორმაცია, რომ მოშე კიევში ნახეს. ეს იყო მეორე ტურის დაწყების დროს. ამის შემდეგ დაიწყო ტალახის დინება ყველა სახის საშუალებებით: ბილბორდებით, ლოზუნგებით, ფეიკებით, ღია პოსტებით და საშინელი ვიდეოებით.
დაიჭირეთ პარალელები?,,- აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშითბილისში ავარიას 16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შეუძლოდ გახდა