ზელენსკი: ამერიკული წინადადებები შესაძლოა უკრაინულ ხედვებზე დაფუძნებულ ელემენტებს მოიცავდეს

დღეს ჟენევაში უკრაინის დელეგაცია მუშაობს იმისათვის, რომ მოიძებნოს რეალური გამოსავლები ომის დასრულებისთვის, მშვიდობის აღსადგენად და მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი დელეგაციის წევრებმა უკვე გააკეთეს მოკლე ანგარიშები პირველი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგებზე. ამ ეტაპზე, არსებობს ურთიერთგაგება, რომ ამერიკული წინადადებები, შეიძლება, უკრაინულ ხედვებზე დაფუძნებულ და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს მოიცავდეს. მიმდინარეობს შემდგომი მუშაობა, რათა ყველა ელემენტი რეალურად ეფექტიანი გახდეს ჩვენი ხალხის მთავარი მიზნის მისაღწევად — საბოლოოდ დასრულდეს სისხლისღვრა და ომი,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერმა უკრაინაში ომის დასასრულებლად საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ მოამზადა
შემდეგი სტატია“ცეცხლი ოლიგარქიას!” – საპროტესტო მსვლელობა თბილისის მეტროში