ზელენსკი: ამ ომით რუსეთის არმია ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ბარბაროსული არმია მსოფლიოში

ამ ომით რუსული არმია ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება როგორც ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია მსოფლიოში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 55-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ამ ომით რუსული არმია ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება როგორც ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია მსოფლიოში. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობა, საცხოვრებელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ყველა სახის იარაღის გამოყენება, მათ შორის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღის ხელმოწერა – ეს ყველაფერი რუსულ არმიას ახასიათებს ეს ისეთი სისასტიკეა, რაც რუსეთის სახელმწიფოს თაობების განმავლობაში დაასახელებს როგორც აბსოლუტურ ბოროტების წყაროს, – ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიოლაფ შოლცი – უკრაინას შეუძლია, გერმანული წარმოების იარაღი შეიძინოს
შემდეგი სტატიაTikTok რუსული App Store-დან გაქრა