ზელენსკი – ახლა, როცა ჩემს მიმართვას უსმენთ, უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე იხოცებიან, რუსული არმია ჩვენს ქალაქებს არტილერიითა და ავიაციით ბომბავს – როდის დასრულდება ეს? ეს არის მთავარი კითხვა

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გრძელდება. ახლა კი, როცა ჩემს მიმართვას უსმენთ, უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე იხოცებიან. რუსული არმია ჩვენს ქალაქებს არტილერიითა და ავიაციით ბომბავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღონისძიება TIME100 Gala-ზე სიტყვით გამოვლისას განაცხადა.

მან მადლიერება გამოხატა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის აგრესია გრძელდება.

„მე მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, რომ გააერთიანა თავისუფალი სამყარო, როდესაც გაჩნდა რუსული საფრთხე. დღეს ჩვენ გვაქვს რეაგირებისთვის საჭირო სხვადასხვა ინსტრუმენტები. ეს არის უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, ფინანსური დახმარება და პოლიტიკური კოორდინაცია მრავალ ქვეყანაში. თუმცა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გრძელდება. სწორედ ახლა, როცა ჩემს მიმართვას უსმენთ, უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე იხოცებიან. რუსული არმია ჩვენს ქალაქებს არტილერიითა და ავიაციით ბომბავს. 24 თებერვლიდან რუსული დარტყმების შედეგად დაღუპული ბავშვების სიაში უკვე ორას სამოცზე მეტი სახელია. როდის დასრულდება ეს? სინამდვილეში, ეს არის მთავარი კითხვა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ის სვამს კითხვას, რატომ არ არის დასავლელი ლიდერების გავლენა საკმარისი იმისთვის, რომ ომი დასრულდეს.

„რატომ არ არსებობს პასუხი ჯერ კიდევ? რატომ არ არის საკმარისი ჩვენი გავლენა? მშიშარები ვართ? არა, იქნებ რაღაც გამოვტოვეთ ჩვენს ნამდვილ ძალაში? იქნებ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენი გავლენის და ჩვენი ლიდერობის მთელ შესაძლებლობებს? ეს არის ჩემი შეკითხვა შეერთებულ შტატებთან. დროა ვიყოთ ასი პროცენტით გავლენიანები. ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ტირანია. მართლაც, თითოეული ჩვენგანი – თითოეული – ჩვენი დროის ლიდერია. ჩვენ შეგვიძლია საიმედოდ დავიცვათ თავისუფლება. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ შანტაჟი იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც საერთოდ არ აქვს ადგილი ჩვენს სიაში,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ყველაზე კრიტიკულები სწორედ “ქართული ოცნების” ევროპელი პარტნიორები არიან შეფასებებში – ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს ვითარების გამოსწორება
შემდეგი სტატიაTbilisi Newcomers-ის ფინალი 10 ივნისს გაიმართება