ზელენსკი – ადამიანურ და არა პოლიტიკურ დონეზე, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნობას ჰგავს

ეს ოფიციალურად აღიარებულია: უკრაინა არ არის ხიდი დასავლეთსა და რუსეთს შორის, არც ბუფერია ევროპასა და აზიას შორის, არც გავლენის სფერო, არც „ნაცრისფერი“ ზონა და არც სატრანზიტო ტერიტორია. არ არის საზღვარი ორკებსა და ელფებს შორის. უკრაინა არის მომავალი თანასწორი პარტნიორი ევროკავშირის სულ მცირე 27 ქვეყნისთვის. უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

მანვე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნობას შეადარა.

“ადამიანურ და არა პოლიტიკურ დონეზე, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნობას ჰგავს. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ეს არ არის უბრალო მეგობრობა ან თანაგრძნობა, არამედ მტკიცე და ოფიციალური განზრახვა, რათა შევუერთდეთ და გავხდეთ ერთნი ძალიან ახლო მომავალში“, – დასძინა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა საგზაო რუკა ევროკავშირის კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების განსახორციელებლად ცხოვრების ყველა სფეროში. გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მთელი რიგი კანონები, რაც ევროინტეგრაციას ეხება.

banner
წინა სტატიაშიქართველი დიპლომატები მიმართვას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაზელენსკი – მადლობელი ვართ ჯო ბაიდენის უკრაინისთვის 450 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტის მოწოდების შესახებ გადაწყვეტილების გამო