15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის განბლოკვის იმედი აქვს

ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ნავთობსადენთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე ლიდერებთან მიმართვისას აღნიშნა.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„ძვირფასო ლიდერებო, ერთიანო ევროპავ, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება და მათი განხორციელება. ძლიერი და სტაბილური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ზეწოლა რუსეთზე. მნიშვნელოვანია, ყურადღება არ მოვადუნოთ, მაშინაც კი, როცა ირანს ვაკვირდებით, რადგან ომი ევროპულ მიწაზე გრძელდება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას.

უკრაინა თავის მხრივ აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, მათ შორის ნავთობსადენთან დაკავშირებით, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ჩვენი ენერგოკომპანიების გუნდი პროდუქტიულად მუშაობს. თუმცა გადაწყვეტილება თქვენზეა – გსურთ თუ არა, რომ ევროპამ გააგრძელოს რუსული ნავთობის იმპორტი, იმის ცოდნით, რომ ეს აგრესორს ეხმარება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სგან მიღებული სიგნალების მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე განახლდეს. მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას და მიზნად ისახავს მოლაპარაკებების პროცესის წინსვლას 2026 წელს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ირანში ნატო-სგან განსხვავებით, იაპონიის მხარდაჭერით კმაყოფილი ვარ
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე: პატრიარქი სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი იყო