რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ოთხი სადგურის განთავსებას გეგმავს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამის შესახებ მან სამხედრო სადაზვერვო უფროსის, ოლეგ იველჩენკოს მოხსენების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ. ოლეგ იველჩენკოს დავავალე, პარტნიორებსა და მედიის წარმომადგენლებს აცნობოს იმ მონაცემების შესახებ, რომელთა გასაჯაროებაც შეგვიძლია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.















