12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ზელენსკი: “აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აბუ დაბიში გამართულ შეხვედრებს კონსტრუქციულს უწოდებს.

ზელენსკის თქმით, „საუბრების ძირითადი ფოკუსი იყო ომის დასრულების შესაძლო პარამეტრები“.

„ძალიან ვაფასებ ამერიკული მონიტორინგისა და ზედამხედველობის საჭიროებას ომის დასრულებისა და ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა დელეგაციები საკუთარი ქვეყნის ლიდერებს გააცნობენ დეტალებს, შეათანხმებენ მომდევნო ნაბიჯებს. მისივე თქმით, ასევე განისაზღვრა მომავალი შეხვედრისთვის საკითხების სიაც.

ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში ავარიას ქვეითად მოსიარულე 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში