“აშშ მხარს არ უჭერს ერთ პოლიტიკურ პარტიას მეორის საპირწონედ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ, კონკურენტული პოლიტიკური პროცესი. გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ მოსახლეობამ თავიანთი წარმომადგენლები თავისუფალი პროცესის, ყოველგვარი დაშინებისა და ძალადობის შედეგად აირჩიონ. ყველა ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
ამასთანავე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეუფერხებელი მუშაობა უმნიშვნელოვანესია. საქართველოს გააჩნია ხანგრძლივი გამოცდილება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობით თვალსაზრისით, რაც პროცესის მთლიანობას უზრუნველყოფს”,-განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნს მოადგილემ, ეზრა ზეიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინდა, ძალიან გარკვევით ვთქვა: აშშ ერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას უპირატესობას არ ანიჭებს და მხარს არ უჭერს, თუმცაღა პარტნიორებისგან მოველით, რომ გულწრფელ და კონკურენტუნარიან პოლიტიკურ პროცესს უზრუნველყოფენ – ეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, თავიანთი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ძალადობის ან დაშინების საფრთხის გარეშე აირჩიონ. ძალადობის ან დაშინების ნებისმიერი მსგავსი ქმედება უნდა გამოიძიოს და დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
საბოლოოდ, ძლიერი და შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო საერთაშორისო სადამკვირვებლო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელია, საქართველო გამოცდილი და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომლებსაც შეუძლიათ დემოკრატიული პროცესის დაურღვევლობის უზრუნველყოფაში თავიანთი წვლილი შეიტანონ,-თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ მედიასთან მიცემულ კომენტარში.