ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტს ძალის გამოყენებით გადაღებული ვიდეო მასალის წაშლა მოსთხოვა

zugdidi

ჯურნახახლახანს, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი ჟურნალისტი მიშა ძიძიგური ამბობს, რომ მას, ძალის გამოყენებით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, ნუკრი ესართია აიძულებდა, რომ მოპოვებული მასალა წაეშალა. ამჟამად, შპს «ცენტრალური სუპერმარკეტის» ტერიტორიაზე ბაზრის იმ ნაწილის მოვაჭრეების შეკრება დასრულდა, რომელიც, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „ლონდასტერს“ მიაკუთვნეს. მას შემდეგ ბაზრის ტერიტორია სადავო გახდა, რამდენიმე დღეა კი, ის დაპირისპირების საგნად არის ქცეული.
ბაზრის მოვაჭრეების აქციაზე, ჟურნალისტი მიშა ძიძიგური მასალის მოსამზადებლად მივიდა, მაგრამ როგორც თავად ჟურნალისტი აცხადებს, მას ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დაუპირისპირდა და ძალის გამოყენებით, გადაღებული ვიდეო მასალის წაშლა მოსთხოვა. ძიძიგური მას არ დაემორჩილა და მოპოვებული ვიდეო კადრები არ წაშალა. ის აცხადებს, რომ რამდენიმე წუთში, არსებულ ვიდო და ფოტო მასალას საკუთარი მედიასაშუალებით გაავრცელებს. ჟურნალისტი იმასაც აცხადებს, რომ მოვაჭრეები ეჭვობენ, ამ საღამოს, შესაძლოა, იმ ობიექტზე მოახდინონ რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი, სადაც წლების განმავლობაში ვვაჭრობდითო. „ლონდასტერის“ წარმომადგენლებს აქამდეც უნდოდათ კონსტრუქციების დემონტაჟი, მაგრამ მოვაჭრე ქალების წინააღმდეგობის შემდეგ, იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ სავაჭრო დახლების დაჭრა. აქციის მინაწილე ბაზრის მოვაჭრეები აპირებენ, რომ ღამით არ დაიძინონ და უდარაჯონ დახლებს, რათა არ მოხდეს დემონტაჟი.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტს, დილით, ზუგდიდის ბაზრის მოვაჭეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ბაზრის მიმდებარე გზა გადაკეტეს. ისინი აპროტესტებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის _„ლონდასტერის’’ შემოსვლას და მის მიერ სავაჭრო დახლების დემონტაჟს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
დავით ცხვარაძე

წყარო:www.postalioni.com

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: მთავრობა “კაპიტულირებას” აპირებს”
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მაშველებს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა