თაიმერის ექსკლუზიური ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საჩინოში მსუბუქი ავტომანქანა მე-5 კლასელს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
“თაიმერის” ინფორმაციით, შემთხვევის გამო მძღოლმა გულის არეში თვითდაზიანება მიიყენა. გარდაცვლილი მოსწავლე პროზექტურაში გადაასვენეს. მძღოლი კი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოში გადაიყვანა.

















