ზედა-საჩინოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის გამო სახლი დაზიანდა (ფოტო)

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ზედა-საჩინოს ტერიტორიაზე მცხოვრები ელგუჯა გულორდავას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი უხვი ნალექის გამო დაზიანდა,რამაც საცხოვრებელი სახლის ნაწილის ნგრევა გამოიწვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულ ოჯახში, იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა,მერის თანაშემწე ალბერტ ჭანია და მერის წარმომადგენელი საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბელა კვირკვია.

მათ შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და აღინიშნა, რომ საკითხი საჭიროებს დეტალურ შესწავლას და სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდება დახმარების მაქსიმალური გაწევა.
შესაბამისი დახმარების გაწევამდე დაზარალებულ ოჯახს ახლობელი შეიფარებს.


banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის დაავადებების ნუსხა მატულობს – საჭირო მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, რათა საშუალება იყოს, რომ ვუმკურნალოთ – თოიძე
შემდეგი სტატიასერიოზულად მოეკიდეთ კრიტიკას, რომელიც მეგობრებისგან მოდის – კალიურანდი “ოცნებას”