ზბიგნევ ბჟეზინსკი: „რუსეთი, საერთოდ, ზედმეტი ქვეყანაა“

ყველასთვის კარგად ცნობილ ზბიგნევ ბჟეზინსკის არაერთხელ გამოუხატავს საკუთარი პოზიცია რუსეთზე. ერთერთმა უკრაინელმა ბლოგერმა სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაბნეული ციტატები ერთად შეკრიბა.

„თუ რუსები იმდენად გულუბრყვილოები აღმოჩნდებიან, რომ თავიანთი იმპერიის აღდგენას შეეცდებიან, ისინი ისეთ კონფლიქტებზე აფეთქდებიან, რომ მათთან შედარებით ჩეჩნეთი და ავღანეთი პიკნიკად მოეჩვენებათ“;

„ჩვენ გავანადგურეთ სსრ კავშირი. რუსეთსაც გავანადგურებთ. არანაირი შანსი არ გაქვთ“;

„რუსეთი, საერთოდ, ზედმეტი ქვეყანაა“;

„რუსეთი დამარცხებული სახელმწიფოა. მან ტიტანების ბრძოლა წააგო და ლაპარაკი „ეს რუსეთი კი არა სსრ კავშირი იყო“ მხოლოდ რეალობიდან გაქცევაა. ეს რუსეთი იყო, რომელსაც სსრ კავშირი ერქვა. მან გამოწვევა გაუგზავნა აშშ-ს და ის დამარცხდა. ახლა არაა საჭირო, ვასაზრდოოთ ილუზია, რომ რუსეთი დიადი სახელმწიფოა.“;

„რუსეთს შეუძლია იყოს ან იმპერიული, ან დემოკრატიული, მაგრამ არ შეუძლია იყოს ერთიც და მეორეც. თუკი რუსეთი დარჩება ევრაზიულ სახელმწიფოდ, მიჰყვება ევრაზიულ მიზნებს, ის დარჩება იმპერიად, ხოლო რუსეთის იმპერიული ტრადიციები იზოლირებას საჭიროებს. ჩვენ ვერ დავაკვირდებით ამ სიტუაციას პასიურ რეჟიმში. ყველა ევროპული სახელმწიფო და აშშ უნდა გაერთიანდნენ ერთიან ფრონტზე თავიანთ დამოკიდებულებებში რუსეთთან“.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს მიმართავს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს შინდისში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო