ზაზა ვეკუა: ბიუჯეტი არაადეკვატურია რეალურ პრობლემებთან შეფარდებით

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

“ბიუჯეტი არაადეკვატურია რეალურ პრობლემებთან შეფარდებით”, – ასე აფასებს დედაქალაქის მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს თბილისის საკრებულოს ფრაქცია დედაქალაქის თავმჯდომარე, ზაზა ვეკუა.

მისი თქმით, მისი ფრაქცია ბიუჯეტის არსებულ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს.

„წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ. ბიუჯეტი არაადეკვატურია იმასთან შეფარდებაში, რაც ხდება დღევანდელ დღეს. ლარის კურსის გაუფასურების ფონზე ბიუჯეტი შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სამუშაოები გაცილებით ნაკლები ოდენობის ჩატარდება, რაც უნდა იყოს და ამ დროს ჩვენ ვერ ვხედავთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. ასევე, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დედაქალაქის მერიას მუხლობრივად გაეშიფრა ადმინისტრაციული ხარჯები, რაში რის დახარჯვას აპირებს, მაგრამ დრემდე ეს არ მიგვიღია,“ – ამბობს ზაზა ვეკუა.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი საკრებულოშია გადაგზავნილი. ის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, თითქმის მილიონი ლარით გაზრდილია და 800 მილიონს აღემატება.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაგოდერძის სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა