ზაზა წერეთლი: ექთნის გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი შესაძლოა ექიმების დაგვიანებული რეაქცია ყოფილიყო

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ექთნის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე “ღამის კურიერში” ამბობს, რომ ექთნის გარდაცვალების მიზეზი შეიძლება იყოს მედიკოსების მხრიდან ანაფილაქსიური შოკისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის დაგვიანებით მიმართვა.

“უნდა აღინიშნოს, რომ რაც კოვიდვაქცინა დაიწყო ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტი არ ყოფილა. ეს პირველი ფაქტია, რომელიც საქართველოში მოხდა.

მე ვხვდები, რომ ქართველი ექიმები არიან გამოცდილები და მათ იციან, თუ როგორ უნდა იმართოს ანაფილაქსიური შოკი. ერთადერთი მიზეზი ალბათ, შეიძლება იყოს, რაღაც მომენტში შეიძლება ისინი დაიბნენ და ვერ მიხვდნენ, რომ ანაფილაქსიური შოკი ვითარდებოდა. უბრალოდ, უფრო გვიან დაიწყეს იმ ღონისძიების განხორცილება, რომელიც საჭირო იყო, რამაც მიიყვანა სავალალო მდგომარეობამდე. იმიტომ რომ, როდესაც ანაფილაქსია ვითარდება, ყოველ წამს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება მოხდა ის, რომ ეს ყველაფერი დაგვიანებით განხორციელდა და სამწუხაროდ, დაგვხვდა ასეთი შედეგი.

ბევრი ანაფილაქსიის შემთხვევები დაფიქსირდა ვაქცინაციის დროს, მაგრამ გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა,” – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე დაჯდომას არ აპირებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ოპოზიციას, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი არგუმენტი არ არსებობს