ზაზა წერეთელი – აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს საქართველოში

აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს საქართველოში, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ვიდეო კონფერენციის რეჟიმში მონაწილეობდა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც გულისხმობს ადამიანებს შორის კონტაქტის და მასობრივი თავშეყრების შემცირებას.

„ვიტყვი იმას, რომ ეს არა მარტო საქართველოში ხდება, ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. მოდის შობა-ახალი წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მობილობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად თავი შეიკავოს ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნისგან. უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა დახურულ სივრცეში, ადამიანებს ეკეთოთ პირბადე. ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რომელზეც არის საუბარი, რაც გულისხმობს ადამიანებს შორის კონტაქტის შემცირებას, მასობრივი თავშეყრების შემცირებას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გურული – მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა
შემდეგი სტატიასოფო კილაძე გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს