ზაზა თავაძე : ჩვენს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ქაღალდი სასამართლოს დამოუკიდებლობის

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ზაზა თავაძემ მოსამართლეებს ნდობის გამოცხადებითვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავმჯდომარეობა მისთვის როგორც დიდი პატივი ასევე დიდი პასუხისმგებლობაცაა. თავაძის თქმით მისი თავმჯდომარეობის პერიოდში პრიორიტეტი იქნება სასამართლოს წინაშე არსებულ ყველა გამოწვევაზე ადეკვატური რეაგირება:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ წევრს, რომლებმაც გამომიცხადეს დიდი ნდობა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივი. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება პრიორიტეტები, პრიორიტეტები იქნება რა თქმა უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებულ ყველა გამოწვევაზე ადეკვატური რეაგირება. არსებული საქმეები, რომელსაც ჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვა. ასევე ხელისუფლებებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა.“- განაცხადა თავაძემ.

კითხვაზე რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის ხელისუფლებისგან და ხომ არ მოექცევა მთავრობის გავლენის ქვეშ, თავაძემ აღნიშნა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილებები გამოაჩენს იმას, თუ რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო:

„ამაზე მაქვს ძალიან მოკლე პასუხი: „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“, ლაკმუსის ქაღალდი იმისა თუ არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი, იქნება ჩვენი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს, ჩვენთვის ყველა საქმე არის პრიორიტეტული და ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი ვადების მიხედვით. თქვენ ნახავთ ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში როგორი იქნება არასამთავრობოებებთან ურთიერთობა, ყველა კითხვას ჩვენი გადაწყვეტილებებით გაეცემა პასუხი. ჩვენ საზოგადოებასთან საუბარს სწორედ გადაწყვეტილებებით ვაპირებთ და არა კამერებით.“- განაცხადა თავაძემ.

ზაზა თავაძის თქმით, მას მოადგილეებთან და კოლეგიებთან დაკავშიერებით გადაწყვეტილების მისაღებად 10-დღიანი ვადა აქვს და ის ამ ვადის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 3 წლისა და 7 თვის ვადით იქნება
შემდეგი სტატიანიკა რურუა : საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ინსტიტუცია დღეს უკვე არის კასტრირებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან