ზაზა სოფრომაძე თანამდებობას დატოვებს?

,,თაიმერის” ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია  ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვაწოდეს. წყაროს თანახმად, სოფრომაძის შემცვლელზე საუბარი უკვე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კონკრეტულ პიროვნებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

,,თაიმერი” ინფორმაციის გადასამოწმებლად სოციალური მომსახურების სააგეტოს დაუკავშირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ სოფრომაძე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ხმები მისი წასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია
შემდეგი სტატია“რეპორტიორები საზღვრებს მიღმა”: რუსეთი პროპაგანდის ქსელს აფართოვებს