ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 4, 2019 13:42

ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სამართალდამცავების მიერ პროკურატურის “ოქროს მოწმის” მიხეილ კალანდიას დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
შვილმოკლული მამა “TV პირველთან” ამბობს, რომ “სამართალი აღდგენილია”, თუმცა წინ სასამართლო პროცესებვია, სადაც ძალოვანმა უწყებებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ გაჭიანურდა გამოძიება.
“პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად, ჩემს გვერდში იბრძოდა სამართლის მიღწევაში. მადლობა მინდა გადავუცადო იმ ადამიანებს, ვინც ბოლო-ბოლო ჩათვალა საჭიროდ, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი , როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. შეეცდება თუ არა ის ისევ მის გაპრავებას. დაველოდოთ”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, მას ყოველთვის ჰქონდა მოლოდინი, რომ კალანდიას ადრე თუ გვიან დააკავებდნენ.
“მას შემდეგ რაც ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში იმ დღიდან ყოველ დღე, არასდროს შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ ის აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში. ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცენდენტები არ უნდა განმეორდეს. იქნებ, გარკვეული ჯგუფის ბავშვები გონს მოეგონ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის ჩადენა და მითუმეტეს მისი დამალვა”- აღნიშნა მოკლული ბიჭის მამამ.
ზაზა სარალიძის ინტერესი ახლა ძალოვანი უწყებებისკენაა მიმართული:
“ვნახოთ, როგორ დაასაბუთებენ ძალოვანი უწყებები თავად რატომ მოხდა ეს ასე, რატომ გაჭიანურდა გამოძიება. ვნახოთ რას დაამტკიცებენ. ჩემი შემდეგი ნაბიჯი ინება ის რომ გამოძიებას ბოლომდე მივყვები. სანამ ყველა დეტალი არ იქნება გარკვეული. ეს ბრძოლა არ არის ჩემი გარდაცვლილი შვილისთვის. ეს ბრძოლა არის ჩემი შვილის მეგობრებისთვის. ჩვენი შვილებისთვის, რომ მათ შუღლი არ ჰქონდეთ გულში და არ გადაწყვიტონ სისხლის აღება”- განაცხადა სარალიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 4, 2019 13:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics