ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავიძე მოსამართლემ ხელწერილით გაათავისუფლა

ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული გიორგი ფანჯავიძე მოსამართლემ ხელწერილით გაათავისუფლა. სასამართლო სხდომა კი საქმე 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

გიორგი ფანჯავიძე მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს ადანაშაულებს.

„არჩილ თალაკვაძე დამემუქრა ერთი კვირის წინ, რომ მე ცხვირს წავიმტვრევდი. მე მქონდა სხვადასხვა აქტივობები, რამაც ისინი გააღიზიანა. შესაძლოა, რომ 17 ოქტომბრამდე მე „შემიკერონ“ სისხლის სამართლის საქმეც თითქოს პოლიციის მანქანა დავაზიანე, თუმცა მე არ დავნებდები”, – განაცხადა გიორგი ფანჯავიძემ.

შსს ფანჯავიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება. გიორგი ფანჯავიძე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გუშინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაში„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს სოხუმი საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადოს