ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი, რომელიც შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი, რომელიც შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს – ეს განცხადება ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა.

„მე მინდა, მივმართო შსს-ს და გახარიას, რადგან ისინი ამბობენ, რომ ზაზას მიმართ არის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია და აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებენ… ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რომ გამოვყოფთ 3-კაციან ნდობის ჯგუფს, ძალიან ახლო გარემოცვას ზაზას, საორგანიზაციო ჯგუფიდან და გნებავთ იქით ვეახლებით შსს-ს ან თავის წარმომადგენელი მოავლინოს ჩვენთან და ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ გვითხრას, რათა ჩვენ შევაფასოთ ეს საფრთხეები, შევაფასოთ ასევე, რამდენად რეალისტურია ან არარეალისტურია,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავამ ასევე მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ გადაცემაში მონაწილეობისთვის ზაზა სარალიძის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

banner
წინა სტატიაშიერ-რიადი კატარს ძალის გამოყენებით ემუქრება თუკი ის რუსულ С-400-სს შეიძენს
შემდეგი სტატია​ნებისმიერი ადამიანის მიმართ დავიწყებთ სისხლისსამართლებრივ დევნას დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თუ დავუდასტურებთ, რომ ის დანაშაულის შესახებ ფლობს ინფორმაციას