ზაზა სარალიძის და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, მანანა ლობჟანიძემ ზაზა სარალიძის და მისი დედის, მარინა ბრეგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორივე პაციენტი კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს:
„ქალბატონი მოყვანილი იყო სასწრაფოს მიერ აქციიდან, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ჩაუტარდა მას სათანადო კვლევები და დაახლოებით ერთ საათში პაციენტი გაეწერება ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ზაზა სარალიძის მდგომარეობაც ამ ეტაპზე არის სტაბილური, ჩაუტარდა კვლევები და ისიც რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ნერვიულობის შედეგად შაქრის დონე არის აწეული, ის არის დიაბეტიკი და მისთვის ეს მაჩვენებლები საგანგაშო არ არის. ორივე პაციენტი ბინაზე გაეწერება“,– განაცხადა ექიმმა.

ზაზა სარალიძე და მისი დედა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეუძლოდ გახდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

banner
წინა სტატიაშირა საახალწლო ღონისძიებებზე ლაპარაკობენ, აქ გამწარებული ადამიანია ქუჩაში, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა
შემდეგი სტატიახელისუფლებას შეეყარა ხელისუფლების დაკარგვის შიში