ზაზა სარალიძეს უწყებაში პირობა მისცეს, რომ საქმესთან დაკავშირებით რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესა და მინისტრის მოადგილეებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც უწყების დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, მან მიიღო დაპირება, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.

შეხვედრას არ დასწრებია შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

ზაზა სარალიძე მეორე დღეა, შსს-ს ეზოში მჯდომარე აქციას მართავს. ის მისი შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: პრეზიდენტს ალბათ მალე ხელს მოწერასაც გაუუქმებენ
შემდეგი სტატია,,გენერალი ბორისოვი იყო ჩემი ძმაკაცი, ოჯახის წევრი”- დევრიშაძე