ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლო უკომენტაროდ დატოვა

news
ავტ.: news თებერვალი 25, 2020 13:35

ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლო უკომენტაროდ დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვა.

მან მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიასთვის დღეს გამოტანილი განაჩენის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

news
ავტ.: news თებერვალი 25, 2020 13:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics