ზაზა სარალიძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს ეცნობა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად საქმის გამოძიების მასალებს ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ეცნობა.

როგორც ზაზა სარალიძემ უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა მისთვის მასალების გაცნობა პროკურატურაში. ზაზა სარალიძე ფიქრობს, რომ შალვა თადუმაძის უწყება მის თავიდან მოშროებას ცდილობს.

„შსს-ში როცა მინდოდა, მაშინ მოვდიოდი და მაშინ ვეცნობოდი მასალებს და რატომ მომიშორეს პროკურატურიდან ვერ ვხდები. ესე იგი, არ აწყობთ ჩემი პროკურატურაში შესვლა. არც მაქვს მოლოდინი, რომ იქიდან კმაყოფილი გამოვალ. რაც შეეხება საქმეში სიახლეებს, სიახლეები აბსოლუტურად ყველაფერშია, იქიდან გამომდინარე, რომ მიხეილ კალანდიამ რამდენი ჩვენებაც მისცა, ყველა ჩვენებაში მოიტყუა“, – განაცხადა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა ბაგრატიონის ადვოკატი – დავით ბაგრატიონი თავს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს უწოდებს, რასაც ვეწინააღმდეგებით
შემდეგი სტატია1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი