ზაზა სარალიძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე გამოკითხვაზე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 17:43

ზაზა სარალიძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე გამოკითხვაზე

მნიშვნელოვანი

  • ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდა.

სხვა სტატიები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდა.

გამოძიების ფარგლებში სარალიძე ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძე აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით პირველად იკითხება.

ზაზა სარალიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის აქამდეც უნდა გამოეკითხა და აღნიშნავს, რომ გამომძიებლებს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე. აქამდე რატომ არ დამიბარეს? ვიღაც-ვიღაცებს იბარებენ, ყველაზე მეტ ინფორმაციას მე ვფლობ. მე ვაპირებ ყველა დეტალი მივაწოდო გამომძიებლებს, მათ შორის დავასახელებ გვარებს, ასევე იმას, თუ რამდენი პირი მონაწილეობდა მკვლელობაში“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენის შემდეგ, საქმე მთავარი პროკურატურისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელახალი გამოძიებისთვის გადაეცა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 17:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics