ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს

ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს. ის იმ ფილმის გაშვებას ითხოვს, რომელიც. მისი თქმით, ამ ფილმში ასახულია მომხდარი დანაშაულის ყველა მასალა და დეტალი.

„მინდა მივმართო საზოგადოებრივ მაუწყებელს, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, კერძოდ „გამომძიებელ რეპორტიორს“, რომელმაც მოაზადა ყველა მასალა და ყველა დეტალი, რომელიც ძალიან მოკლე დროში იქნება თქვენს წინაშე აფიშირებული. პირადად მინდა მივმართო საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ფილმის გაშვება, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ მოკლეს დათო და ლევანი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელის მიერ მოკლული ამერიკელის ოჯახს კომპენსაციად 4 დოლარი დაუდგინეს
შემდეგი სტატიაერ-რიადი კატარს ძალის გამოყენებით ემუქრება თუკი ის რუსულ С-400-სს შეიძენს