ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს

ზაზა სარალიძე დროებითი საპარლამენტო კომისიიდან, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, კომისიის ერთ-ერთი წევრის ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს. ზაზა სარალიძის თქმით, თუ კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია იქნება, ის კომისიასთან არ ითანამშრომლებს.

„ბესელიას გარდა ვენდობი კომისიას…“რუსთავი2“-ზე გადაახვიეთ და მიხვდებით. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს ასეთ ადამიანს არ ვენდობი“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

სარალიძე კომისიის წევრებთან შესახვედრად საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. შეხვედრას “ევროპული საქართველოს” წევრები – სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და ირმა ნადირაშვილი ესწრებიან.

სარალიძემ კომისიის წევრებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც საქმის მასალების გაყალბებას ეხება.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით თბილისში დღეს მორიგი აქცია იგეგმება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება