ზაზა სარალიძე პროკურორ ზვიად ფხაკაძის და შსს-ს გამომძიებლის, კახა სირაძის დაკავებას ითხოვს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურორ ზვიად ფხაკაძის და შსს-ს გამომძიებლის, კახა სირაძის დაკავებას ითხოვს. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში საქმის პროკურორისა და გამომძიებლის გამოკითხვით ნათელი გახდა, რომ პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები მკვლელობის საქმეში დეტალებს მალავდნენ.
რაც შეეხება შს მინისტრსა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, სარალიძე ამბობს, რომ წულუკიანსა და გახარიასთან შეხვედრას იმ შემთხვევაში მოითხოვს, თუ ისინი თანამდებობაზე დარჩებოდნენ.
განცხადება ზაზა სარალიძემ პანკისში გააკეთა. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, და “სამართალდამცველთა რეფორმირების” ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, პანკისის ხეობაში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი, კახიშვილი და სუბარი ბახტაძის მთავრობის პირველ სხოდმას არ დაესწრნენ
შემდეგი სტატია“თრობის, თუ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ”- ზურა ხაჩიძე “პიკასოს” დაჭრაში ეჭვმიტანილებზე საუბრობს