ზაზა სარალიძე პრეზიდენტის მრჩეველს და საპარლამენტო მდივანს შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს და პრეზიდენტის მრჩეველს კახა კოჟორიძეს შეხვდება.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 10:30 საათზე გაიმართება.
შეხვედრაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ზაზა სარალიძის მოსაზრებებს მოისმენენ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე დასასრულს უახლოვდება. სასამართლო პროცესზე დღეს დასკვნითი სიტყვით წარდგება დაცვის მხარე. ადვოკატების შემდეგ რეპლიკის საშუალება ექნებათ არასრულწლოვან ბრალდებულებს. ამის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავა. ვერდიქტი კვირის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი.
გუშინ პროკურატურამ მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა, რამაც ბრალდებულთა ადვოკატებისა და ზაზა სარალიძის უკმაყოფილება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით სირიაში ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება” – მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატია500 ლარიანი ჯარიმა მარიხუანას მოხმარებისთვის – საკონსტიტუციო სასამართლო “გირჩის” სარჩელს განიხილავს