ზაზა სარალიძე პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებას გეგმავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხვალ პარლამენტში, შს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლაზე დასწრებას გეგმავს. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” წევრ სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ის ეცდება მოხვდეს პარლამენტში და პირადად მოისმინოს შს მინისტრის მიმართ დასმული კითხვები და პასუხები.

„მთავარი კითხვა რაც მაქვს არის ის, თუ რატომ აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს. ამასთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ბატონ გახარიასთან და კიდევ უფრო მეტი კითხვა ბატონ თადუმაძესთან, რომელთანაც გაგზავნილი მაქვს შეტყობინება, რომ შემხვდეს, თუმცა მემალება. ხვალ შს მინისტრი მიდის პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად. ძალიან დიდი სურვილი მაქვს თავად დავესწრო ამ სხდომას. ვეცდები, რომ პარლამენტში მოვხვდე და პირადად მოვუსმინო დასმულ კითხვებსა პასუხებს”,- განაცხადა სარალიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში რეგლამენტის იმ პროცედურით მიდის, რომლის მიხედვით, მინისტრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს.

banner
წინა სტატიაში„ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ – აბსოლუტურად ყველაფერზე, რაზეც დეპუტატებს კითხვები ექნებათ“
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას უფლებადამცველები გაასაჩივრებენ