ზაზა სარალიძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ესწრება, სადაც ანგარიშით შს მინისტრი გამოდის

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც გაწეული მუშაობის ანგარიშით შს მინისტრი გიორგი გახარია გამოდის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეს ესწრება.

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მინისტრის მისამართით ითქვა, რომ პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი იმისა, დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. როგორც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა სესიაზე განაცხადა, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტი ევროპაში არის საკმაოდ მაღალი”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ,,გარკვეულწილად მოვახერხეთ პოლიციელების ხელფასების ზრდა 2018 წელს და ეს პროცესი 2019 წლისთვისაც გაგრძელდება“