ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. სარალიძეს აინტერესებს რატომ არ იძიებენ სამოხელეო დანაშაულის ფაქტებს და რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული ის თანამდებობის პირები ვინც დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ხელი შეუშალა.
სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა, საქმეს დასრულებულად ვერ მიიჩნევენ.

“ვითხოვთ მოხდეს შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან, რათა დეტალურად მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ ვთვლით, რო ხორავას ქუჩის საქმეს ვერ მივიჩნევთ დასრულებულად, თუ არ მივიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს, მათ შორის სამოხელეო დანაშულთან დაკავშირებით”- ამბობს ლონდარიძე

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას