ზაზა სარალიძე მხარდამჭერებს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს

ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავასა და აქციის კიდევ სამი მონაწილის დაკავებას აპროტესტებს და სამართალდამცველებისგან მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. სარალიძე მხარდამჭერებს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს.
ზვიად კუპრავა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკავეს. აქციის მონაწილეები მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ პოლიცია აგრესიულად მოქმედებდა და მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა წესრიგი დაარღვიეს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო კომისია საქმის მასალებს ელოდება
შემდეგი სტატიაპარლამენტთან ზვიად კუპრავა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს