ზაზა სარალიძე : ეკა ბესელიას არ ვენდობი, ჩემი შვილის საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა

კარგია, რომ როგორც იქნა მომეცემა შესაძლებლობა, ეკა ბესელიას პირისპირ შევხვდე და ვუთხრა, რაზეც ვარ განაწყენებული – განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ:
“დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა ინფორმაციასაც ვფლობ. გამოძიებამ არაფერი გააკეთა. არ დაიჭირა მკვლელები. ფაქტობრივად, არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, ყველაფერი არის უკვე გაჟღერებული. კომისიისგან დადებითი მოლოდინი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ვითანამშრომლებდი მასთან. რაც შეეხება ეკა ბესელიას, მე მას კვლავ უნდობდლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა. როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე. პოლიკურ ჭრილში გადაიტანა ჩემი შვილის საქმე თავისი განცხადებებით”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
საგამოძიებო კომისიის სხდომა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს, თუმცა მას ეკა ბესელია არ ესწრება.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ ჩანს
შემდეგი სტატიამადლობა ესტონეთს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის – პრეზიდენტი