ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა 13:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე საუბრის მთავარი საკითხი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება იქნება.

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი თუ რა რადიკალურ ნაბიჯებზეა საუბარი, რომლის გადადგმის პირობაც ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ შს სამინისტროსგან მიიღო. საუბარი ასევე შეეხება მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემასაც, რასაც სარალიძე ითხოვს.
პროკურატურის წარმომადგენლებთან ზაზა სარალიძის შეხვედრას ასევე მისი ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე დაესწრება.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით თარჯიმანი დააკავეს
შემდეგი სტატიარწმუნებული: ჭუბერში მდინარე კალაპოტს ისე იცვლის, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია